ინგლისური პრესა - ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის აღდგენას მოასწრებს
ინგლისური პრესა - ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის აღდგენას მოასწრებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაში მოახერხოს.

გაზეთ „ლონდონ ივნინგ სტანდარტის“ (London Evening Standard) ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის ტრავმისგან აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ და ფინალის წინ კეინი აპირებს რეაბილიტაციის პროცესის ფორსირებას. გასულ უქმეებზე კეინმა მსუბუქად ივარჯიშა და დისკომფორტი არ უგრძვნია. თუ ინგლისის ნაკრების ფორვარდს არ ექნება რეციდივი, ის გუნდთან ერთად ფინალზე გაემგზავრება.

ჰარი კეინმა კოჭი „მანჩესტერ სიტისთან“, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში დაიზიანა.
წლევანდელ სეზონში ფორვარდმა 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველ ივნისს, მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება.