ინგლისური გამოცემა – სალია დიდი ტალანტია, ის „ნიუკასლის“ მწვრთნელმა, შესაძლოა, პერიოდულად პრემიერლიგაშიც ათამაშოს #1TVSPORT
„გაიცანით „ნიუკასლის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც შეიძლება, პარდოზე დიდი ვარსკვლავი გახდეს“, – ამ სათაურით Footballfancast-მა ვახტანგ სალიაზე წერილი გამოაქვეყნა.
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნიუკასლმა“ „ლილიდან“ ბელგიის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი მატიას პარდო დაიმატა, რომელსაც ახლა შანსი ეძლევა, პრემიერლიგური კლუბის შეტევის ლიდერი გახდეს. მაგრამ „ნიუკასლს“ პარდოზე უფრო ნიჭიერი ფეხბურთელიც ჰყავს. გუნდის აღორძინებისთვის რთული გზაა გასავლელი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კლუბი ამ ამოცანას თავს კარგად გაართმევს, რადგან მათ რიგებში მომავალი ვუნდერკინდი ვახტანგ სალია ირიცხება.
ქართველს სამშობლოში „მომავალ ხვიჩა კვარაცხელიას“ უწოდებენ. ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად მიიჩნევა. „ნიუკასლმა“ სალიასთვის ბრძოლა „ბარსელონასა“ და „რეალის“ დონის გრანდებს მოუგო და 2025 წელს „დინამო თბილისიდან“ დაიმატა.
პირველ სეზონში სალიას ტრავმების გამო არ უთამაშია, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმა სწრაფად აღიდგინა და პრემიერლიგა 2-ში 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოცდილი ჟურნალისტი ბენსე ბოჩაკი მიიჩნევს, რომ სალია მსოფლიო დონის ტალანტია. მისი კოლეგა გრემ ბეილი კი მას ერთ-ერთ საუკეთესო პერსპექტიულ ფეხბურთელს უწოდებს. ყველაფერი ეს მიმდინარე სეზონში უნდა დამტკიცდეს. გამორიცხული არ არის, „ნიუკასლის“ მთვარმა მწვრთნელმა, მატიას იაისლემ სალიას პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მისცეს სათამაშო წუთები.
სისწრაფით გამორჩეული მოძრავი თავდამსხმელი სულ უფრო და უფრო უკეთ გამოიყურება, მას გოლის გატანის შესანიშნავი უნარი აქვს. თავისი მონაცემებით შეუძლია კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს. სალია ტექნიკური და ტაქტიკური სიმწიფითაც გამოირჩევა, რაც მისი ასაკისთვის უჩვეულოა.
პარდო ამ სეზონში „ნიუკასლის“ თამაშზე ნამდვილად უფრო დიდ გავლენას მოახდენს. თუმცა სალიას აქვს პოტენციალი, ბელგიელს გადაასწროს და „ნიუკასლის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს“, – წერს ინგლისური გამოცემა.