ინგლისური გამოცემა - ქეცბაია „უოტფორდის“ მწვრთნელობის კანდიდატია #1TVSPORT
ინგლისური გამოცემა - ქეცბაია „უოტფორდის“ მწვრთნელობის კანდიდატია #1TVSPORT

თემურ ქეცბაია ინგლისის პრემიერლიგის „უოტფორდის“ მწვრთნელობის კანდიდატია – ინფორმაციას watfordobserver.co.uk ავრცელებს.

ინტერნეტპორტალი ფლობს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს (რომელიც 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა), „უოტფორდის“ მენეჯმენტი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.

გუნდი პრემიერლიგაში შარშან ჩემპიონშიპში წარმატებული გამოსვლის შედეგად დაწინაურდა. საგზური „დინამო თბილისის“ ყოფილი ლიდერის და მოთამაშის, ესპანელი ჩისკო მუნიოსის ხელმძღვანელობით მოიპოვა, მაგრამ 4 ტურის შემდეგ გაანთავისუფლეს. მის ნაცვლად კლაუდიო რანიერი დანიშნეს, მაგრამ იანვარში თანამდებობა მანაც დატოვება და გუნდი ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ჩაიბარა.

ვერც მან უშველა და პრემიერლიგაში გამართული 33 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ მხოლოდ 22 ქულა დააგროვა, მე-19 ადგილზეა. სეზიონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ბარნლის“ (31) და „ევერტონს“ (29) საკამოდ დიდი სხვაობით ჩამორჩება.

ქეცბაია „უოტფორდის“ მწვრთნელობის მხოლოდ ერთ-ერთი კანდიდატია. ასევე განიხილება ორი ვარიანტი – ესპანელი დიეგო მარტინესის და იტალიელი ფაბიო კანავაროს.