ინგლისური გამოცემა – „ნიუკასლის“ სკაუტები ლა ლიგის მატჩებზე მამარდაშვილის თამაშს აკვირდებოდნენ #1TVSPORT
ინგლისური გამოცემა – „ნიუკასლის“ სკაუტები ლა ლიგის მატჩებზე მამარდაშვილის თამაშს აკვირდებოდნენ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით, „ჩელსისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ გარდა, „ნიუკასლიც“ დაინტერესდა – ინფორმაციას NUFCblog-ი ავრცელებს.

„ნიუკასლის“ სიაში მამარდაშვილი და ხუთ ნახევარმცველია

„„ნიუკასლი“ „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე დაკვირვებას განაგრძობს. ამ სეზონში ინგლისური კლუბის სკაუტები ლა ლიგის რამდენიმე მატჩს დაესწრნენ, რათა ახალგაზრდა ქართველი მეკარის თამაში ენახათ.

ესპანეთში შთამბეჭდავი ასპარეზობის შემდეგ, 23 წლის მამარდაშვილი ბუნდესლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესსაც იწვევს.

ზაფხულში „ნიუკასლი“ კიდევ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება – კლუბის ხელმძღვანელობის მიზანია ნახევარმცველების, მარჯვენა გარემარბისა და მარცხენა მცველის დამატება“, – წერს გამოცემა.