ინგლისური გამოცემა - ალისონი „ნოტინგემ ფორესტთან“, სავარაუდოდ, ითამაშებს #1TVSPORT
ინგლისური გამოცემა - ალისონი „ნოტინგემ ფორესტთან“, სავარაუდოდ, ითამაშებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა ტრავმა მოირჩინა და შესაძლოა, 22 ნოემბერს „ნოტინგემ ფორესტთან“ ითამაშოს – ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Liverpooloffside ავრცელებს.

„ტრავმით გამოწვეული შესვენების შემდეგ ალისონ ბეკერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და, სავარაუდოდ, შაბათს, „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება.

ალისონის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილმა აჩვენა თავისი უნარები, მაგრამ ჯერ ისეთივე კარგი არაა ფეხით თამაშისას, როგორც ბრაზილიელი კარის დარაჯი.

მამარდაშვილის მთავარი საზრუნავი ფეხით თამაშის გამოსწორებაა. სხვა მხრივ მისი სამეკარეო ნიჭი თვალშისაცემია. იმედია, ქართველი მეკარე ნაკლის გამოსწორებას მალე შეძლებს და ალისონის გრძელვადიანი მემკვიდრე გახდება“, – წერს გამოცემა.