ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა

პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონი დასრულდა. კლუბებმა სატურნირო ცხრილში საბოლოო პოზიციები დააფიქსირეს და შვებულებაში გავიდნენ.

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაგვიანებით გაიხსნა.

ინგლისის სატრანსფერო ბაზარი დღეს, 27 ივლისიდან დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ნისლიანი ალბიონის“ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი 10 ივნისიდან პირველ სექტემბრამდე შუალედს მოიცავდა.