ინგლისში რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაწესდა #1TVSPORT

09:56, 05.08.2026
LONDON, ENGLAND - AUGUST 10: The logo of the Premier League is seen during the 2025 FA Community Shield match between Crystal Palace and Liverpool at Wembley Stadium on August 10, 2025 in London, England. (Photo by James Gill - Danehouse/Getty Images)

LONDON, ENGLAND - AUGUST 10: The logo of the Premier League is seen during the 2025 FA Community Shield match between Crystal Palace and Liverpool at Wembley Stadium on August 10, 2025 in London, England. (Photo by James Gill - Danehouse/Getty Images)

ახალი სეზონიდან ინგლისში დისკრიმინაციისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ამოქმედდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, 2026-27 წლების სეზონის დაწყებამდე ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გაამკაცრა სანქციები მოთამაშეების, მწვრთნელებისა და მატჩის სხვა მონაწილეების მიერ ჩადენილი ნებისმიერი „დამამძიმებელი დარღვევისთვის“ – ანუ უკანონო ქმედებისთვის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება შემდეგ მახასიათებელს: ეთნიკურ წარმომავლობას, კანის ფერს, რასას, ეროვნებას, რელიგიას ან რწმენას, სქესს, სექსუალურ ორიენტაციას ან შეზღუდულ შესაძლებლობებს.

„ამ ამაზრზენი საქციელის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია გაძლიერებული ზომები. ამიტომაც სანქციების განახლებულ რეკომენდაციებში სტანდარტული დისკვალიფიკაცია უნდა განისაზღვროს, მინიმუმ, 10 მატჩით.

თუ მარეგულირებელი კომისიები მიიჩნევენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი დამამძიმებელი გარემოებები, მათ შეუძლიათ გამოიყენონ სასჯელი, რომელიც სტანდარტულ 10-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე უფრო მკაცრი იქნება“, – წერია ასოციაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში დისკვალიფიკაციის ვადა შეიძლება შემცირდეს, თუმცა ის არ უნდა იყოს ექვს მატჩზე ნაკლები, ხოლო განმეორებითი დარღვევა წინა დარღვევასთან შედარებით უფრო მკაცრად დაისჯება.

მსგავსი