ინგლისში პრემიერლიგის ათწლეულის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს
ინგლისში პრემიერლიგის ათწლეულის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს

ტელეკომპანია BBC-მ პრემიერლიგის ბოლო ათწლეულის სიმბოლური ნაკრების შესადგენად გულშემატკივრებს შორის  გამოკითხვა ჩაატარა.

სიმბოლურში ხუთი გუნდის – „ჩელსის“, „ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები მოხვდნენ.

BBC-ის ვერსიით პრემიერლიგის ათწლეულის ნაკრებს ასეთი სახე აქვს:

მეკარე – დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი);

ნახევარმცველები – სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ჩელსი);

ფორვარდები – სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

აღვნიშნავთ, რომ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა აგუერომ მიიღე – 69 პროცენტი.