ინგლისში ფეხბურთის მატჩს ქალი კომენტატორი პირველად ჰყავდა
ინგლისში ფეხბურთის მატჩს ქალი კომენტატორი პირველად ჰყავდა

ინგლისელი ვიკი სპარქსი ისტორიაში შევიდა – ის გახდა პირველი ქალი კომენტატორი ბრიტანეთში. მან BBC-ს ეთერში კომენტარი გაუკეთა პორტუგალიისა და მაროკოს მატჩს. მას გვერდით ეჯდა ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მცველი მარტინ კიოუნი.

სხვათა შორის, ეს იდეა არ მოეწონა „ჩელსის“ ლეგენდას, ჯონ ტერის, რომელმაც თავის „ინსტაგრამზე“ დაწერა: „სჯობს, ამ თამაშს უხმოდ ვუყურო“.