ინგლისში 18 წლის მოკრივე ორმხრივი სროლისას მოკლეს
ინგლისში 18 წლის მოკრივე ორმხრივი სროლისას მოკლეს

ახალგაზრდა ინგლისელი მოკრივე კოულ კერშოუ ინგლისის ქალაქ ბერიში ორმხრივი სროლისას დაიღუპა.

იტყობინებიან, რომ ინციდენტი 13 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათზე მოხდა. თვითმხილველებმა ქუჩაში სროლის ხმა გაიგონეს და პოლიციას მიმართეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა 18 წლის კერშოუ გზაზე მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს. მას ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა. მოკრივე საავადმყოფოში რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიების მიხედვით, კერშოუსა და მის რამდენიმე მეგობარს კონფლიქტი შეემთხვა ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც ვერცხლისფერ BMW-ში ისხდნენ. როცა კოული და მისი მეგობარი საკუთარი ავტომობილიდან გადმოვიდნენ, სწორედ ამ დროს გაისმა გასროლის ხმები. აღნიშნავენ, რომ BMW-დან ისროდნენ. ასევე პოლიციაში მიაჩნიათ, რომ თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა.

დატოვე კომენტარი