ინგლისმა ვიდეორეფერის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო
ინგლისმა ვიდეორეფერის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო

მომავალი სეზონიდან ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში ვიდეოგამეორების სისტემას შემოიღებენ. ამის შესახენ ინფორმაციას პრემიერლიგის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. წელს ქვეყნის პირველობასა და თასის თამაშებზე, დახურულ რეჟიმში, ვიდეორეფერის სატესტო სამუშაოები უკვე ტარდება და ეს სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პრემიერლიგის ხელმძღვანელობას ფიფაში სპეციალური განაცხადის შეტანა მოუწევს, რის საფუძველზეც მოხდება ვიდეორეფერის გამოყენების უფლების მოპოვება.

ამ ეტაპზე წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან ვიდეოგამეორების სისტემას გერმანიის ბუნდესლიგა, იტალიის სერია ა და საფრანგეთის ლიგა 1 იყენებენ.