ინგლისის თასის ფინალში „ჩელსი“ და „არსენალი“ ითამაშებენ
ინგლისის თასის ფინალში „ჩელსი“ და „არსენალი“ ითამაშებენ

ინგლისის თასის მეორე ფინალისტი ლონდონის „ჩელსი“ გახდა. ფრენკ ლემპარდის გუნდმა „უემბლიზე“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“.

პირველი ორი გოლი „ჩელსიმ“ მეტოქის მეკარის, დავიდ დე ხეას შეცდომების ხარჯზე გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დებიუტში კი ესპანელი გოლკიპერი ვერ გაუმკლავდა მეისონ მაუნტის იოლ დარტყმას.

ამის შემდეგ, „ჩელსის“ უპირატესობა სამამდე გაიზარდა, როცა ანტონიო რიუდიგერის აქტიურობის შემდეგ, საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი ჰარი მაგუაიერმა.

„მანჩესტერმა“ ერთი საპასუხო ბურთი პენალტით გაიტანა – ანტონი მარსიალის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ბრუნო ფერნანდეშმა გამოიყენა.

ინგლისის თასის ფინალში ლონდონის დერბი გათამაშდება – პირველ აგვისტოს „ჩელსი“ „არსენალს“ შეხვდება, რომელმაც შაბათს ნახევარფინალში ანგარიშით 2:0 მოუგო „მანჩესტერ სიტის“.