ინგლისის სუპერთასზე „ლივერპული“ „კრისტალ პალასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ტიტული ვერ მოიპოვა #1TVSPORT
„ლივერპული“ ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა 2:2 (პენალტებში 2:3).
„უემბლიზე“ გამართულ დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო, გუნდის მწვრთნელმა, არნე სლოტმა კარში ბრაზილიელი ალისონ ბეკერი დააყენა.
მე-4 წუთზე „ლიევრპული“ უგო ეკიტიკემ დააწინაურა. მე-17 წუთზე „კრისტალ პალასმა“ ჟან-ფილიპ მატეტას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლომდე ჯერემი ფრიმპონგმა „ლივერპული“ მეორედაც გაიყვანა წინ.
77-ე წუთზე „კრისტალ პალასმა“ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და დებულების მიხედვით პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „კრისტალ პალასის“ მოთამაშეებმა შეასრულეს და ტიტული მოიპოვეს.