ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „კრისტალ პალასი“ შეხვდებიან #1TVSPORT
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 2024/25 წლის სეზონის ფინალური მატჩის წყვილი ცნობილია. უძველესი საფეხბურთო ტურნირის მიმდინარე გათამაშების ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „კრისტალ პალასს“ შეხვდება.
ნახევარფინალში „სიტიმ“ „ნოტინგემ ფორესტი“ 2:0 რიკო ლუისისა და იოშკო გვარდიოლის გოლებით დაამარცხა, ხოლო „კრისტალ პალასმა“ „ასტონ ვილას“ 3:0 მოუგო – ორი გოლი ისმაილა სარიმ გაიტანა, ხოლო ერთი – ებერეჩი ეზემ.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალი 17 მაისს უემბლის სტადიონზე ჩატარდება. „სიტის“ ეს ტურნირი შვიდჯერ აქვს მოგებული და მერვე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ხოლო „კრისტალ პალასი“ პირველი ტიტულის მოპოვებას შეეცდება.