ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ 74 დარღვევაზე ბრალი წარუდგინა #1TVSPORT
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ 74 დარღვევაზე ბრალი წარუდგინა #1TVSPORT

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) ლონდონის „ჩელსის“ რეგლამენტის 74 პუნქტის დარღვევაში დასდო ბრალი. საქმე 2009-2022 წლებში მომხდარ შემთხვევებს ეხება, როდესაც კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი იყო.

ბრალდებების ძირითადი ნაწილი შუამავლების საქმიანობასა და ფეხბურთელების კომერციულ უფლებებში მესამე პირების ჩართვას უკავშირდება, რაც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ხდებოდა. ლონდონელებს უფლება აქვთ, საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი 19 სექტემბრამდე წარმოადგინონ.

თუ ბრალდებები დადასტურდება, „ჩელსის“, შეიძლება, როგორც ფინანსური, ისე სპორტული სახის სანქციები დაეკისროს.