ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი ფაბიან ჰიურცელერი გახდა, ფეხბურთელი – პასკალ გროსი #1TVSPORT
„ბრაიტონის“ დამრიგებელი, გერმანელი ფაბიან ჰიურცელერი ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, ხოლო ამ გუნდის გერმანელი ნახევარმცველი პასკალ გროსი – საუკეთესო ფეხბურთელი.
ჰიურცელერმა პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მეორედ მოიგო. „ბრაიტონი“ ამჟამად პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა. სექტემბერში ჰიურცელერის გაწვრთნილმა გუნდმა ორი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. „თოლიებმა“ მოქმედი ჩემპიონი „არსენალი“ 3:0 დაამარცხეს.
რაც შეეხება უშუალოდ პასკალ გროსს, 35 წლის ფეხბურთელმა თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო. სექტემბერში მან „ბრაიტონის“ მიერ გატანილ ექვს გოლში მიიღო მონაწილეობა – სამჯერ გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
გროსი ისტორიაში მეექვსე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც პრემიერლიგის თვის მოთამაშედ დაასახელეს.