ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი ანდონი ირაოლა გახდა, ფეხბურთელი - ჯასტინ კლუივერტი #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი ანდონი ირაოლა გახდა, ფეხბურთელი - ჯასტინ კლუივერტი #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ იანვრის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ორივე ინდივიდუალური ჯილდო „ბონრმუთის“ წარმომადგენელს ერგო.

თვის საუკეთესო მწვრთნელი ესპანელი ანდონი ირაოლა გახდა. ირაოლას გაწვრთნილმა „ბორნმუთმა“ იანვარში 3 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. „ალუბლებმა“ „ევერტონს“, „ნიუკასლსა“ და „ნოტინგემს“ სძლიეს, ხოლო „ჩელსისთან“ მატჩი ფრედ დასრულდა.

რაც შეეხება კლუივერტს, „ბორნმუთის“ შემტევმა ნახევარმცველმა იანვარში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. პატრიკ კლუივერტის ვაჟი მერვე ნიდერლანდელია, რომელმაც პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. აქამდე აღნიშნულ ჯილდოს რუუდ ვან ნისტელროი, დენის ბერგკამპი, არიენ რობენი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, რობინ ვან პერსი, ტიმ კრული და ვირჯილ ვან დაიკი დაეუფლნენ.

იანვრის საუკეთესო გოლად ასევე „ბორნმუთის“ ფეხბურთელის, დევიდ ბრუქსის მიერ „ევერტონის“ კარში გატანილი გოლი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ „ბორნმუთი“ თავის ისტორიაში წელს საუკეთესო სეზონს ატარებს. ირაოლას გაწვრთნილი გუნდი 40 ქულით პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა.