ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში გახდა, მწვრთნელი - მიკელ არტეტა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში გახდა.
მარტში ფერნანდეშმა 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღნიშნული ჯილდო პორტუგალიელმა კარიერაში მეექვსედ მოიგო და თანამემამულე კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.
პრემიერლიგამ თვის საუკეთესო მწვრთნელად „არსენალის“ ესპანელი დამრიგებელი მიკელ არტეტა დაასახელა. მასთან ერთად ლონდონურმა გუნდმა მარტში „ბრაიტონი“, „ჩელსი“ და „ევერტონი“ დაამარცხა.
არტეტამ პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მერვედ მიიღო.