მანჩესტერ სიტი-ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (5), 2:0 დე ბრუინი (26-პენ)
* პეპ გვარდიოლამ მწვრთნელის რანგში მე-700 შეხვედრა ჩაატარა – 507 მოგება, 111 ფრე და 82 წაგება.
* „მანჩესტერ სიტიმ“ 2005 წლის შემდეგ პირველად ითამაშა შეცვლების გარეშე.
* რაჰიმ სტერლინგმა მე-20 პენალტი გამოიმუშავა პრემიერლიგაში – ეს ტურნირის რეკორდია.
* კევინ დე ბრუინს 2020 წელს 14 შედეგიანი გადაცემა აქვს – ყველაზე მეტი პრემიერლიგაში.
ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნ 1:3
გოლები: 1:0 სოუჩეკი (38), 1:1 პოგბა (65), 1:2 გრინვუდი (68), 1:3 რეშფორდი (78)
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო პრემიერლიგაში.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 385 ქულა მოიპოვა იმ მატჩებში, რომელშიც გუნდი აგებდა თამაშის მსვლელობის დროს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია პრემიერლიგის ისტორიაში.
* „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო ცხრა გასვლითი მატჩია მინიმუმ ორ გოლს იტანს მეტოქეთა კარში.
* პოლ პოგბამ პირველად გაიტანა პრემიერლიგაში ივლისის შემდეგ.
ჩელსი-ლიდსი 3:1
გოლები: 0:1 ბემფორდი (4), 1:1 ჟირუ (27), 2:1 ზუმა (61), 3:1 პულიშიჩი (90+3)
* „ჩელსი” ძირითად დროში ზედიზედ 16 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება.
* ოლივიე ჟირუს ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლი დაუგროვდა.
* ჟირუმ პრემიერლიგის ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა, როცა ის ძირითად შემადგენლობაში იყო. „ჩელსის“ ბოლო ფეხბურთელი, ვისაც ასეთი სერია ჰქონდა, 2001 წელს ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკი იყო.
ტოტენჰემი-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 ჰეონ-მინ სონი (13), 2:0 კეინი (45+1)
* „არსენალმა“ პრემიერლიგის 11 ტურში 13 ქულა დააგროვა. ეს გუნდის ყველაზე ცუდი სტარტია ბოლო 39 წლის განმავლობაში – მაშინ გუნდს 11 ტურის შემდეგ 12 ქულა ჰქონდა.
* ჰარი კეინმა და ჰეონ-მინ სონმა ერთმანეთის პასებით გაიტანეს. ამ ფეხბურთელებს ერთმანეთისთვის ჯამში 32 საგოლე პასი აქვთ გაკეთებული. უფრო მეტი შედეგიანი გადაცემა ერთმანეთში „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელებს ფრენკ ლამპარდსა და დიდიე დროგბას – 36.
* „ტოტენჰემმა“ 2010 წლის შემდეგ პირველად მოუგო „არსენალს“ ზედიზედ ორი მატჩი.
* „არსენალი“ „ტოტენჰემს“ ზედიზედ ხუთი მატჩია ვერ უგებს. ბოლო გამარჯვება 2018 წლის დეკემბრით თარიღდება.
* ჰარი კეინმა კარიერაში 250-ე გოლი გაიტანა.
* კეინმა სასტარტო 11 ტურში 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რითაც მესუთ იოზილის რეკორდი (2015-16) გაიმეორა.
* ჰეონ-მინ სონმა პრემიერლიგის სეზონში მეათე გოლი გაიტანა – ამდენი აქვს მთლიანად „აიაქსს“.
ლივერპული-ვულვერჰემპტონი 4:0
გოლები: 1:0 სალაჰი (24), 2:0 ვეინალდუმი (58), 3:0 მატიპი (67), 4:0 სემედუ (78-საკ. კარში)
* „ლივერპულმა“ ბოლო 32 საშინაო მატჩიდან 31 მოიგო, ბურთების შეფარდებით – 93:25.
* „ლივერპული“ პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე ზედიზედ 65 მატჩია არ აგებს. „ჩელსის“ რეკორდამდე 21 მატჩი რჩება.
* ვირჯილ ვან დეიკის ტრავმის (17 ოქტომბერი) შემდეგ, „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე 11 მატჩში ექვსი გოლი გაუშვა. ამ 11 მატჩიდან გუნდმა ექვსში “მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.
* „ლივერპული“ პრემიერლიგაში შვიდი მატჩია არ აგებს.
სხვა მატჩები
ბარნლი-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 ბრეიდი (3), 1:1 კალვერტ-ლიუინი (45+3)
ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 1:5
გოლები: 0:1 ფურლონგი (8-საკ. კარში), 1:1 გალაჰერი (30), 1:2 ზაჰა (55), 1:3 ბენტეკე (59), 1:4 ზაჰა (68), 1:5 ბენტეკე (82)
შეფილდი-ლესტერი 1:2
გოლები: 0:1 პერესი (24), 1:1 მაკბარნი (26), 1:2 ვარდი (90)
გათამაშების ცხრილი
- ტოტენჰემი – 24 ქულა (11 მატჩი)
- ლივერპული – 24 (11)
- ჩელსი – 22 (11)
- ლესტერი – 21 (11)
- მანჩესტერ იუნ – 19 (10)
- მანჩესტერ სიტი – 18 (10)
ბომბარდირები
11 – კალვერტ-ლიუნი (ევერტონი)
10 – სონი (ტოტენჰემი)
9 – სალაჰი (ლივერპული)
9 – ვარდი (ლესტერი)
8 – კეინი (ტოტენჰემი)
8 – ბემფორდი (ლიდსი)