ინგლისის პრემიერლიგის განცხადებით, დამოუკიდებელმა კომისიამ „მანჩესტერ სიტი“ ფინანსური რეგულაციების დარღვევებში დამნაშავედ ცნო #1TVSPORT

20:40, 29.09.2026

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალური განცხადების თანახმად, დამოუკიდებელმა კომისიამ ინგლისური ფეხბურთის გრანდი, „მანჩესტერ სიტი“ ფინანსური წესების უხეშ დარღვევაში დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება კლუბის მიერ ცხრა სეზონის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ და მიზანმიმართულ ფინანსურ მანიპულაციებს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კლუბი რეალური ფინანსური მდგომარეობის შესანიღბად სხვადასხვა უკანონო სქემას იყენებდა. კერძოდ, რამდენიმე პარტნიორთან გაფორმდა ფიქტიური კონტრაქტები, რისი მიზანიც შემოსავლების ხელოვნურად გაზრდა და ხარჯების შემცირება იყო. ამგვარი მაქინაციებით, კლუბის ბიუჯეტი 900 მილიონ ფუნტზე მეტით ხელოვნურად გაიბერა. გარდა ამისა, „მანჩესტერ სიტი“ აუდიტორებსა და საფეხბურთო ორგანოებს დაფარულ ციფრებსა და მცდარ დოკუმენტაციას აწვდიდა, რითაც მნიშვნელოვნად არღვევდა როგორც პრემიერლიგის, ისე უეფა-ს მიერ დადგენილ ხარჯვის მკაცრ ლიმიტებს.

ფინანსურ მაქინაციებთან ერთად, კომისია კლუბს პროცესის განზრახ შეფერხებაშიც ადანაშაულებს. გამოძიების მიმდინარეობისას „სიტი“ პრემიერლიგასთან არ თანამშრომლობდა და საქმის შესწავლას აქტიურად უშლიდა ხელს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის სანქციები დაეკისრება მანჩესტერულ კლუბს, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. „მანჩესტერ სიტის“ აქვს უფლება, კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რისთვისაც ვადა 2 ოქტომბრამდე ეძლევა.

მსგავსი