ინგლისის პრემიერლიგამ სეზონის განახლების გრაფიკი შეიმუშავა - „ტელეგრაფი“
ინგლისის პრემიერლიგამ სეზონის განახლების განრიგი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში კლუბებთან ერთად განიხილავს, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“.
შედგენილი გეგმის მიხედვით, 11 მაისს, კლუბები შეძლებენ მცირე ჯგუფებად ვარჯიშების დაწყებას, მანამდე კი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლიან.
ამის შემდეგ, გეგმა 18 მაისიდან სრულფასოვანი ვარჯიშების განახლებას ითვალისწინებს, 8 ივნისიდან კი მატჩები უნდა დაიწყოს.
გასათვალისწინებელია ის, რომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ბრიტანეთის მთავრობის მორიგ სხდომაზე, რომელიც 7 მაისს უნდა გაიმართოს. ვარჯიშების განახლებისთვის აუცილებელი იქნება, ამ სხდომაზე მიიღონ შეზღუდვების ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება. თუ კარანტინის გაგრძელებას გადაწყვეტენ, ამან, შესაძლოა, ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულება გამოიწვიოს, როგორც ეს საფრანგეთში მოხდა.