ინგლისის პრემიერლიგამ სატრანსფერო ფანჯრის ვადები გამოაცხადა
ინგლისის პრემიერლიგამ სატრანსფერო ფანჯრის ვადები გამოაცხადა

ინგლისის პრემიერლიგაში 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 10 კვირით იქნება გახსნილი. როგორც ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი წერს, კლუბებს სატრანსფერო ოპერაციების შესრულება 27 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

ამასთან, 16 ოქტომბრამდე შესაძლებელი იქნება ტრანსფერების განხორციელება მხოლოდ ინგლისურ კლუბებს შორის (პრემიერლიგა, ჩემპიონშიფი, ლიგა 1 და ლიგა 2).
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგის სეზონი 26 ივლისს დასრულდება.