ინგლისის პრემიერლიგა - XV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის პრემიერლიგა - XV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

– „ლივერპულს“ 15 ტურში 12 მოგება და სამი ფრე აქვს. ეს არის ამ გუნდის ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი 126-წლიან ისტორიაში.
– ეს იყო პრემიერლიგის პირველი ტური 2010 წლის ნოემბერის შემდეგ, როცა ოცივე გუნდმა შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
– ბოლო 102 დღის განმავლობაში დავიდ დე ხეა პირველი მეკარეა, ვინც პიერ-ემერიკ ობამეიანგის დარტყმა მოიგერია. „არსენალის“ ფორვარდს ბოლო 10 ზუსტი დარტყმიდან ყველა ჰქონდა გატანილი.
– „ფულჰემმა“ 36 გოლი გაუშვა ამ სეზონში. მხოლოდ „ბარნსლის“ ჰქონდა პრემიერლიგაში უფრო მეტი გაშვებული გოლი 15 ტურის შემდეგ – 40 გოლი 1997-98 წლებში.
– „არსენალი“ ამ სეზონში არც ერთხელ არ ყოფილა ლიდერის რანგში პირველი ტაიმის შემდეგ (+0=11-4).
– „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე იმდენი გოლი აქვს გაშვებული ამ სეზონში საკუთარ მოედანზე, რამდენიც მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში – 9.
– „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ სეზონში 46 ცვლილება მოახდინა სასტარტო შემადგენლობაში. აქედან შვიდი ცვლილება ბოლო ტურში იყო.
– „მანჩესტერ სიტიმ“ ამ სეზონში 18-დან 18 მატჩი მოიგო, როცა პირველ ტაიმში იტანდა გოლს.
– რაჰიმ სტერლინგი პრემიერლიგის ლიდერია „გოლი+პასი“ სისტემით – 14 ქულა (8+6).

ბორნმუთი-ჰადერსფილდი 2:1
გოლები: 1:0 უილსონი (5), 2:0 ფრეზერი (22), 2:1 კონგოლო (38)

ბრაიტონი-კრ. პალასი 3:1
გოლები: 1:0 მიურეი (24), 2:0 ბალოგუნი (31), ანდონე (45), 3:1 მილივოევიჩი (81)

ვესტ ჰემი-კარდიფი 3:1
გოლები: 1:0 ლუკას პერესი (49), 2:0 ლუკას პერესი (54), 3:0 ანტონიო (61), 3:1 მერფი (90)

უოტფორდი-მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 0:1 სანე (40), 0:2 მაჰრეზი (51), 1:2 დუკური (85)

ბარნლი-ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 კორკი (54), 1:1 მილნერი (62), 1:2 ფირმინო (69), 1:3 შაჩირი (90+1)

ევერტონი-ნიუკასლი 1:1
გოლები: 0:1 რონდონი (19), 1:1 რიჩარლისონი (38)

ფულჰემი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:1 კამარა (42), 1:1 მედისონი (74)

ვულვზი-ჩელსი 2:1
გოლები: 0:1 კოადი (18-საკ. კარში), 1:1 ხიმენესი (59), 2:1 ჟოტა (63)

მანჩესტერ იუნ-არსენალი 2:2
გოლები: 0:1 მუსტაფი (26), 1:1 მარსიალი (30), 1:2 ლაკაზეტი (68), 2:2 ლინგარდი (69)

ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 1:0 კეინი (9), 2:0 ლუკას მოურა (51), 3:0 სონი (55), 3:1 ოსტინი (90+3)

1. მანჩესტ. სიტი – 41
2. ლივერპული – 39
3. ტოტენჰემი – 33
4. ჩელსი – 31
5. არსენალი – 31
6. ევერტონი – 23
7. ბორნმუთი – 23
8. მანჩესტ. იუნ – 23