ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა რაინდის წოდება მიიღო #1TVSPORT

16:31, 31.12.2024

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა რაინდის წოდება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საუთგეიტს წოდება მეფე ჩარლზმა მიანიჭა. მასთან ერთა სიაში სხავდასხვა პროფესიის 1200-ზე მეტი ადამიანი იყო, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოციალურ, პოლიტიკურ თუ სპორტულ საქმიანობაში.

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო, სადაც ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.

54 წლის სპეციალისტი „სამ ლომს“ 2016 წლიდან ავარჯიშებდა და თანამდებობა ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ დატოვა.

მსგავსი