ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი იქნება

15:51, 22.05.2018

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა გამოაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ახალი კაპიტანი “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი იქნება.

“ჩემთვის ეს დიდი პატივია. ყველა ოცნებობს ნაკრებში თამაშზე, მაგრამ კაპიტნობა – განსაკუთრებული პატივია. თუმცა, ჩემთვის არაფერი შეიცვლება – ისეთივე ადამიანი და ისეთივე ფეხბურთელი ვიქნები, როგორიც ადრე ვიყავი”, – განუცხადა Sky Sports-ს კეინმა.

24 წლის ჰარი კეინი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია ინგლისის ნაკრების ისტორიაში. ეროვნულ გუნდში მას 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში ტუნისი, პანამა და ბელგია იქნებიან.

მსგავსი