ინგლისის ლიგის თასზე მეოთხედფინალების წილისყრა შედგა
ინგლისის ლიგის თასზე მეოთხედფინალების წილისყრა შედგა

ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალების შემდეგ, გაიმართა მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა.

წყვილები ასე გამოიყურება:

ოქსფორდი-მანჩესტერ სიტი
მანჩესტერ იუნაიტედი-კოლჩესტერი
ასტონ ვილა-ლივერპული
ევერტონი-ლესტერი

მეოთხედფინალი ერთმატჩიანია. მასპინძლები წყვილებში პირველად მითითებული გუნდები იქნებიან.

თამაშები 17-18 დეკემბერს ჩატარდება.