ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური „არსენალსა“ და „ლივერპულს“ შორის გადაიდო #1TVSPORT

20:26, 05.01.2022

ინგლისის ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი „არსენალსა“ და „ლივერპულს“ შორის, რომელიც 6 იანვარს უნდა გამართულიყო, გადატანილია.

როგორც „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ნილ ჯონსმა დაწერა, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ დააკმაყოფილა „ლივერპულის“ თხოვნა. ამ გუნდში კორონავირუსის ხშირი შემთხვევებია, რამაც კლუბის საწვრთნელი ბაზის დახურვა გამოიწვია.

უკვე ცნობილია, რომ გადატანილი შეხვედრა ლივერპულში 13 იანვარს გაიმართება, საპასუხო – 20 იანვარს „არსენალის“ მოედანზე.

მსგავსი