ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლმა“ „ლივერპული“ დაამარცხა და 1955 წლის შემდეგ პირველი ოფიციალური ტიტული მოიგო #1TVSPORT
ინგლისის ლიგის თასის 2024/25 წლის სეზონის ფინალში „ნიუკასლმა“ უემბლის სტადიონზე „ლივერპული“ 2:1 დაამარცხა და 1955 წლის შემდეგ პირველი ოფიციალური ტიტული მოიპოვა.
ლიგის თასის ფინალური მატჩი „ნიუკასლმა“ ძალიან აქტიურად დაიწყო, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და ტაიმის მიწურულს ანგარიში დენ ბერნიმ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე ალექსანდერ ისაკმა „ლივერპულის“ კარში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მერსისაიდელთა იტალიელმა შემტევმა, ფედერიკო კიეზამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, „ნიუკასლმა“ თავის ისტორიაში ინგლისის ლიგის თასის ტიტული პირველად მოიპოვა, ხოლო „ლივერპულს“ ეს ტურნირი 10-ჯერ აქვს მოგებული.
აქამდე ბოლო ოფიციალური ტიტული „ნიუკასლისთვის“ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი იყო. 1955 წელს ამ გუნდმა ფინალში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა.