ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ბირმინგემ სიტის ცხრა ქულა ჩამოაკლო
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ბირმინგემ სიტის ცხრა ქულა ჩამოაკლო

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიპის კლუბ ბირმინგემ სიტის ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ ცხრა ქულა ჩამოაკლო. ასეთი სასჯელის მიზეზი კლუბის მიერ მდგრადობისა და შემოსავლიანობის წესების დარღვევაა, იტყობინება ბი-ბი-სი (BBC). სანქციის შედეგად, ლურჯები მე-18 ადგილამდე დაქვეითდნენ და მხოლოდ ხუთი ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონას.

ინფორმაციისთვის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების მიხედვით, ზედიზედ სამი წლის მანძილზე წელიწადში 13 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დანაკარგის შემთხვევაში, კლუბებს სანქციები უწესდებათ და სწორედ ამიტომ დაისაჯა ბირმინგემ სიტი.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ასოციაციას ამ სასჯელის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა საფეხბურთო წრეებში ვარაუდობენ, რომ დამეტებითი ფინანსური ჯარიმები კლუბს არ შეეხება.