ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასჯის
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასჯის

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია „მანჩესტერ იუნაიტედს“ მსაჯის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

„გუნდმა ვერ უზრუნველჰყო, რომ მისი ფეხბურთელები მოედანზე წესრიგის დაცვით მოქცეულიყვნენ“, – ნათქვაია ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.

ინციდენტი, რომლის გამოც გუნდი დაისჯება, კვირას, 19 იანვარს, „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის დროს მოხდა. თამაშის მიმდინარეობისას, როდესაც ანგარიში 1-0 იყო მერსისაიდელების სასარგებლოდ, არბიტრმა კრეიგ პოუსონმა ფირმინოს მიერ წესების დარღვევით გატანილი გოლი ჩათვალა, რის გამოც „მანჩესტერის“ ფეხბურთელები მას დაუპირისპირდნენ და მეკარე დავიდ დე ხეამ ყვითელი ბარათიც მიიღო.

გოლი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გაუქმდა.

„მანჩესტერ იუნატედს“ ამ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად დრო 23 იანვრამდე აქვს.

მატჩი „ლივერპულის“ გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.