ინგლისის ჩემპიონშიპში ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სუონსი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ტრადიციულად უხერხულ მეტოქეს, „სუონსის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა. გიორგიმ საკმაოდ მაღალი შეფასება (7,1 ქულა) მიიღო, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
„უოტფორდი“ 27-ე წუთზე დაწინაურდა. გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძლებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
„უოტფორდმა“ 52 ქულა დააგროვა, ინგლისის ჩემპიონშიპში მე-10 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.