ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ სეზონი წაგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
პრემიერლიგის ახალ გათამაშებაში ჩაება ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“. პეპ გვარდიოლას გუნდმა წაგებით დაიწყო ახალი სეზონი – „ქალაქელები“ სტუმრად „ტოტენჰემთან“ 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი ჰეონ-მინ სონმა 55-ე წუთზე გაიტანა.
* სონმა გვარდიოლას „სიტის“ მეშვიდედ გაუტანა. უფრო მეტი გოლი ჯეიმი ვარდის აქვს – ცხრა.
* „მანჩესტერ სიტიმ“ 2007 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი.
* პეპ გვარდიოლას სტუმრად ოფიციალურ მატჩებში ყველაზე მეტი წაგება „ტოტენჰემთან“ აქვს – ხუთი.
* „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ეშპირიტუმ მესამედ დაამარცხა გვარდიოლა და ამ მაჩვენებლით შეუერთდა იურგენ კლოპს, ოლე-გუნარ სოლსკიაერსა და ჟოზე მოურინიოს.
* პრემიერლიგის ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა მოქმედმა ჩემპიონმა პირველი ტურის მატჩი წააგო. ასე მოხდა 2017 წელს „ლესტერის“ შემთხვევაში და 2018 წელს, „ჩელსის“ შემთხვევაში.
* პირველ ტაიმში გუნდებმა 14 დარტყმა შეასრულეს, მაგრამ არც ერთი არ იყო ზუსტი.