ინგლისის ჩემპიონატმა მომდევნო სეზონშიც, შესაძლოა მაყურებლის გარეშე ჩაიაროს
ინგლისის ჩემპიონატმა მომდევნო სეზონშიც, შესაძლოა მაყურებლის გარეშე ჩაიაროს

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი, განახლების შემთხვევაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ, დიდია ალბათობა, რომ ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო სეზონიც ცარიელ ტრიბუნებთან ჩაივლის.

„მე ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის ანგარიშებს გავეცანი, რამაც ცხადად დამანახა, რომ უახლოესი 8-12 თვის განმავლობაში სიტუაცია არ შეიცვლება, – ციტირებს პრემიერლიგის მრჩეველს სამედიცინო საკითხებში მარკ ჯილეტს The Guardian.

– მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანებმა გაიგონ. მდგომარეობა რთულია და ჩვენ სცენარის განვითარების ყველა ვარიანტისთვის მზად უნდა ვიყოთ“. – აცხადებს მარკ ჯილბერტი.