ინგლისის ჩემპიონატის - III ტურის ფაქტები და სტასტისტიკა
ინგლისის ჩემპიონატის - III ტურის ფაქტები და სტასტისტიკა

ფაქტები

* „ასტონ ვილამ“ შეწყვიტა პრემიერლიგაში 15-მატჩიანი მოუგებელი სერია (+0=1-14). ბირმინგემელთა ბოლო გამარჯვება 2016 წლის თებერვლით თარიღდებოდა.

* „ნორვიჩი“ 15 ოფიციალური მატჩია ვერ უგებს „ჩელსის“.

* „ჩელსის“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და 54 დღე იყო. ეს გუნდის ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობაა 2012 წლის ნოემბერის შემდეგ.

* პატრიკ ვან აანჰოლტი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია ისტორიაში, ვისაც „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ 90-ე წუთზე გაუტანია გამარჯვების გოლი. პირველი იყო ტიერი ანრი 2007 წლის იანვარში.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

* „კრისტალ პალასმა“ პრემიერლიგაში პირველად მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“ – 21-ე ცდიდან.

* „შეფილდი“ პირველი გუნდია პრემიერლიგაში 2011-12 წლების „ვულვზის“ შემდეგ, რომელსაც მთლიანად ბრიტანულ/ირლანდიური სასტარტო შემადგენლობა ჰყავდა.

* „ვესტ ჰემი“ პირველი გუნდი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში, რომლის რიგებშიც 150 სხვადასხვა ფეხბურთელს გაუტანია. რიგით 150-ე მეგოლე სებასტიან ჰალერი გახდა.

* მარკ ნოუბლმა 25-ე პენალტი გაიტანა პრემიერლიგაში. მხოლოდ ალან შირერს (56), ფრენკ ლემპარდსა (43) და სტივენ ჯერარდს (32) გაუტანიათ უფრო მეტი.

* „ლივერპულმა“ ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

* „არსენალი“ 23 მატჩია ვერ იგებს „დიდი ექვსეულის“ გუნდებთან გასვლით შეხვედრებში – +0=8-15. ამ სერიისას „მეთოფეებმა“ 53 გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთხელ შეინახეს “მშრალად” კარი.

* იურგენ კლოპი რვაჯერ დაუპირისპირდა „არსენალს“ პრემიერლიგაში და არც ერთხელ არ წაუგია -+5=3-0.

* სერხიო აგუერომ კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა. აქედან 235 გოლი „მანჩესტერ სიტიზე“ მოდის.

* დავიდ სილვამ მე-400 მატჩი ჩაატარა „სიტის“ შემადგენლობაში. ის კლუბის მე-14 მოთამაშეა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

* „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთს“ ცხრიდან ცხრა მატჩი მოუგო.

* კევინ დე ბრუინს 50 საგოლე პასი დაუგროვდა პრემიერლიგაში. ამისთვის მას ყველაზე ნაკლები მატჩი დასჭირდა – 123. 141 თამაშის შემდეგ ჰქონდა 50 შედეგიანი პასი მესუთ იოზილს, 143 – ერიკ კანტონას, 146 – დენის ბერგკამპს.

შედეგები

ასტონ ვილა-ევერტონი 2:0

გოლები: 1:0 ვესლი (21), 2:0 ელ-ღაზი (90+5)

ნორვიჩი-ჩელსი 2:3

გოლები: 0:1 აბრაჰამი (3), 1:1 კენტველი (6), 1:2 მაუნტი (17), 2:2 პუკი (30), 2:3 აბრაჰამი (68)

ბრაიტონი-საუთჰემპტონი 0:2

გოლები: 0:1 ჯენეპო (55), 0:2 რედმონდი (90+1)

მანჩესტერ იუნ-კრ. პალასი 1:2

გოლები: 0:1 ჯ. აიუ (32), 1:1 ჯეიმსი (89), 1:2 ვან აანჰოლტი (90+3)

შეფილდი-ლესტერი 1:2

გოლები: 0:1 ვარდი (38), 1:1 მაკბერნი (62), 1:2 ბარნსი (70)

უოტფორდი-ვესტ ჰემი 1:3

გოლები: 0:1 ნოუბლი (3-პენ), 1:1 გრეი (17), 1:2 ჰალერი (64), 1:3 ჰალერი (73)

ლივერპული-არსენალი 3:1

გოლები: 1:0 მატიპი (41), 2:0 სალაჰი (49-პენ), 3:0 სალაჰი (58), 3:1 ტორეირა (85)

ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 1:3

გოლები: 0:1 აგუერო (15), 0:2 სტერლინგი (43), 1:2 უილსონი (45+3), 1:3 აგუერო (64)

ტოტენჰემი-ნიუკასლი 0:1

გოლი: 0:1 ჟოელინტონი (27)

ვულვზი-ბარნლი 1:1

გოლები: 0:1 ბარნსი (13), 1:1 ხიმენესი (90+7-პენ)

სატურნირო მდგომარეობა

1. ლივერპული – 9 ქულა

2. მანჩესტერ სიტი – 7

3. არსენალი – 6

4. ლესტერი – 5

5. მანჩესტერ იუნ – 4

6. ბარნლი – 4

7. ტოტენჰემი – 4

8. ბრაიტონი – 4

ბომბარდირები

5 – პუკი (ნორვიჩი)

5 – სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)

4 – აგუერო (მანჩესტერ სიტი)

4 – ბარნსი (ბარნლი)

3 – სალაჰი (ლივერპული)

დატოვე კომენტარი