ინგლისის ჩემპიონატი, XXXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი, XXXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* ლივერპულს 88 ქულა აქვს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.
* მოჰამედ სალაჰმა ამ სეზონში ხუთი პენალტი გამოიმუშავა. უფრო მეტი (6) მხოლოდ ვილფრიდ ზაჰას აქვს.
* ენდრიუ რობერტსონი (9) და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (8) ლივერპულის ლიდერები არიან შედეგიანი პასების რაოდენობით.
* კრისტიან ბენტეკემ პირველი გოლი გაიტანა 2018 წლის აპრილის შემდეგ.
* მანჩესტერ იუნაიტედმა 48 გოლი გაუშვა, რაც საკლუბო ანტირეკორდია პრემიერლიგაში.
* მანჩესტერ იუნაიტედმა 1981 წლის შემდეგ, პირველად წააგო ზედიზედ ხუთი გასვლითი შეხვედრა.
* რომელუ ლუკაკუმ 250-ე მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.

შედეგები

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 ფოდენი (5)

ბორნმუთი-ფულჰემი 0:1
გოლი: 0:1 მიტროვიჩი (53-პენ)

ჰადერსფილდი-უოტფორდი 1:2
გოლები: 0:1 დეულოფეუ (5), 0:2 დეულოფეუ (80), 1:2 ეირნ-გრანტი (90+3)

ვესტ ჰემი-ლესტერი 2:2
გოლები: 1:0 ანტონიო (37), 1:1 ვარდი (67), 2:1 პერესი (82), 2:2 ბარნსი (90+2)

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 1:0 პერესი (27), 2:0 პერესი (31), 2:1 ლემინა (59), 3:1 პერესი (86)

ევერტონი-მანჩესტერ იუნ 4:0
გოლები: 1:0 რიჩარლისონი (13), 2:0 სიგურდსონი (28), 3:0 დინი (56), 4:0 უოლკოტი (64)

არსენალი-კრ. პალასი 2:3
გოლები: 0:1 ბენტეკე (17), 1:1 იოზილი (47), 1:2 ზაჰა (61), 1:3 მაკარტური (69), 2:3 ობამეიანგი (77)

კარდიფი-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 ვაინალდუმი (57), 0:2 მილნერი (81-პენ)

ვულვზი-ბრაიტონი 0:0

ჩელსი-ბარნლი ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა

1. ლივერპული – 88 (35)
2. მანჩესტ. სიტი – 86 (34)
3. ტოტენჰემი – 67 (34)
4. არსენალი – 66 (34)
5. ჩელსი – 66 (34)
6. მანჩესტ. იუნ – 64 (34)

ბომბარდირები

19 – აგუერო (მანჩესტერ სიტი)
19 – სალაჰი (ლივერპული)
19 – ობამეიანგი (არსენალი)
18 – მანე (ლივერპული)