ინგლისის ჩემპიონატი, XXIX ტურის ფაქტები და მიმოხილვა
ინგლისის ჩემპიონატი, XXIX ტურის ფაქტები და მიმოხილვა

ფაქტები

– ალისონს ამ სეზონში 17 “მშრალი” მატჩი დაუგროვდა, რაც რეკორდია პრემიერლიგის დებიუტანტ მეკარეებს შორის.
– “ლივერპულმა” და “ევერტონმა” 35-ედ ითამაშეს ფრედ. ინგლისურ ფეხბურთში არც ერთ წყვილში არ ყოფილა ამდენი “მშრალი” მატჩი.
– “ფულჰემი” პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც სეზონში 10 ლონდონური დერბი წააგო.
– ედენ აზარი “ჩელსის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც მინიმუმ 50 გოლი და 50 პასი (81+50) დაუგროვდა. მანამდე ეს შეძლეს ფრენკ ლემპარდმა და დიდიე დროგბამ.
– დავიდ სილვას 80 შედეგიანი პასი დაუგროვდა და გაუთანაბრდა პრემიერლიგის ყველა დროის სიაში დევიდ ბექჰემს.
– “ტოტენჰემმა” მიმდინარე პრემიერლიგაში სეზონში პირველად ითამაშა ფრედ.
– “არსენალი” პრემიერლიგის ამ სეზონში იმ ერთადერთ გუნდად რჩება, რომელმაც ყველა მატჩში გაუშვა მინიმუმ ერთი გოლი.
– ჰარი კეინი 9 გოლით ჩრდილოლონდონური დერბის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა.
– მაურისიო პოჩეტინოს არასოდეს წაუგია საშინაო მატჩი “არსენალთან”.
– ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაიმეორა მაურიციო სარის რეკორდი – პირველი 12 შეხვედრა პრემიერლიგაში წაუგებლად ჩაატარა.

შედეგები

ტოტენჰემი-არსენალი 1:1
გოლები: 0:1 რემზი (16), 1:1 კეინი (74-პენ)

ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: 0:1 მაჰრეზი (55)

ბრაიტონი-ჰადერსფილდი 1:0
გოლი: 1:0 ანდონე (79)

ბარნლი-კრ. პალასი 1:3
გოლები: 0:1 ბერდსლი (15-საკ. კარში), 0:2 ბატშუაი (48), 0:3 ზაჰა (76), 1:3 ბარნსი (90)

მანჩესტერ იუნ-საუთჰემპტ. 3:2
გოლები: 0:1 ვალერი (26), 1:1 პერეირა (53), 2:1 ლუკაკუ (59), 2:2 უარდ-პროუსი (75), 3:2 ლუკაკუ (88)

ვულვზი-კარდიფი 2:0
გოლები: 1:0 ჟოტა (16), 2:0 ხიმენესი (18)

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 2:0
გოლები: 1:0 რაისი (7), 2:0 ნოუბლი (42-პენ)

უოტფორდი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 დინი (5), 1:1 ვარდი (75), 2:1 ე. გრეი (90+2)

ფულჰემი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 იგუაინი (20), 1:1 ჩემბერსი (28), 1:2 ჟორჟინიო (31)

ევერტონი-ლივერპული 0:0

სატურნირო მდგომარეობა

1. მანჩესტერ სიტი – 71 ქულა
2. ლივერპული – 70
3. ტოტენჰემი – 61
4. მანჩესტერ იუნ – 58
5. არსენალი – 57
6. ჩელსი – 56

ბომბარდირები

18 – სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
17 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
16 – ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
16 – პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)