ინგლისის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა

– „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ახალი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით.

სოლსკიაერი „მანჩესტერის“ ისტორიაში მეორე მწვრთნელია, ვინც დანიშვნიდან ზედიზედ ოთხი მატჩის მოგება შეძლო. პირველმა ეს მეტ ბასბიმ გააკეთა 1946 წელს.

– სესკ ფაბრეგასმა ინგლისური კლუბების ყველა ტურნირზე 500 მატჩი ჩაატარა.

– „არსენალს“ არასოდეს წაუგია „ფულჰემთან“ საკუთარ მოედანზე – 28 ოფიციალურ მატჩში მოიგო 23 და ხუთი ფრედ დასრულდა.

არსენალი-ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 ჯაკა (25), 2:0 ლაკაზეტი (55), 2:1 კამარა (69), 3:1 რემზი (79), 4:1 ობამეიანგი (83)

ევერტონი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 ვარდი (58)

კარდიფი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 კეინი (3), 0:2 ერიკსენი (12), 0:3 სონი (26)

ბორნმუთი-უოტფორდი 3:3
გოლები: 0:1 დინი (14), 0:2 დინი (27), 1:2 აკე (34), 2:2 უილსონი (37), 2:3 სემა (38), 3:3 ფრეიზერი (40)

ჩელსი-საუთჰემპტონი 0:0

ჰადერსფილდი-ბარნლი 1:2
გოლები: 1:0 მუნიე (33), 1:1 ვუდი (40), 1:2 ბარნსი (74)

ვესტ ჰემი-ბრაიტონი 2:2
გოლები: 0:1 სტივენსი (56), 0:2 დაფი (58), 1:2 არნაუტოვიჩი (66), 2:2 არნაუტოვიჩი (68)

ვულვზი-კრ. პალასი 0:2
გოლები: 0:1 ჯ. აიუ (83), 0:2 მილივოიევიჩი (90+5-პენ)

ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 0:2 რაშფორდი (80)

მანჩესტერ სიტისა ლივერპულის დაპირისპირება ხუთშაბათს გაიმართება.

1. ლივერპული – 54 (20)
2. ტოტენჰემი – 48
3. მანჩესტერ სიტი – 47 (20)
4. ჩელსი – 44
5. არსენალი – 41
6. მანჩესტერ იუნ – 38

ბომბარდირები –

14 – ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
14 – პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)
13 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10 – ედენ აზარი (ჩელსი)

დატოვე კომენტარი