ინგლისის ჩემპიონატი - XX ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - XX ტურის ფაქტები და სტატისტიკა

– „არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო, აქედან ექვსჯერ – ცენტრალურ წრეში.
– „ლივერპულმა“ 20 ტურში 54 ქულა დააგროვა, რაც მესამე შედეგია პრემიერლიგის ისტორიაში. უფრო მეტი ჰქონდათ „ჩელსის“ (55, 2005-06) და „მანჩესტერ სიტის“ (58, 2017-18).
– რობერტ ფირმინო მესამე ბრაზილიელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ჰეთ-თრიკი შეასრულა. მანამდე ეს შეძლეს რობინიომ (სიტი-სტოკი, 2008) და აფონსო ალვეშმა (მიდლსბრო-სიტი, 2008).
– რობერტ ფირმინოს 43 გოლი დაუგროვდა პრემიერლიგაში და ის ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელია. მან ორი გოლით გაუსწრო ფილიპე კოუტინიოს (41 გოლი).
– პრემიერლიგის რანგში „არსენალისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებებში 155 გოლი გასულა. არც ერთი სხვა წყვილი ინგლისში ასეთი შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის.
– „არსენალმა“ „ენფილდზე“ ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში 22 გოლი გაუშვა.
– მოჰამედ სალაჰი პირველია პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, რომელსაც „გოლი+პასი“ სისტემით 20 ქულა დაუგროვდა. ეგვიპტელს 13 გოლი და 7 შედეგიანი პასი აქვს. მეორეზეა ამ რეიტინგში ედენ აზარი „ჩელსიდან“ – 19 (10+9).
– „ტოტენჰემის“ ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

ტოტენჰემი-ვულვერჰემპტონი 1:3
გოლები: 1:0 კეინი (22), 1:1 ბოლი (72), 1:2 ხიმენესი (83), 1:3 ელდერ კოშტა (87)

უოტფორდი-ნიუკასლი 1:1
გოლები: 0:1 რონდონი (29), 1:1 დუკურე (82)

ფულჰემი-ჰადერსფილდი 1:0
გოლი: 1:0 მიტროვიჩი (90)

ლესტერი-კარდიფი 0:1
გოლი: 0:1 კამასარა (90)

ბრაიტონი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ლოკადია (59)

ლივერპული-არსენალი 5:1
გოლები: 0:1 მეიტლანდ-ნაილზი (11), 1:1 რობერტო ფირმინო (14), 2:1 რობერტო ფირმინო (16), 3:1 მანე (32), 4:1 სალაჰი (45-პენ), 5:1 რობერტო ფირმინო (65-პენ)

კრ. პალასი-ჩელსი კვირას
ბარნლი-ვესტ ჰემი კვირას
საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი კვირას
მანჩესტერ იუნაიტედი-ბორნმუთი კვირას

1. ლივერპული – 54 ქულა
2. ტოტენჰემი – 45
3. მანჩესტერ სიტი – 44 (19)
4. ჩელსი – 40 (19)
5. არსენალი – 38
6. მანჩესტერ იუნ – 32 (19)

ბომბარდირები – 
13 – პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)
13 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
13 – ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
10 – ედენ აზარი (ჩელსი)

დატოვე კომენტარი