ინგლისის ჩემპიონატი - XVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - XVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* ჰეონ მინ სონის მიერ „ლიდსის“ კარში გატანილი გოლი მე-100 იყო მისთვის „ტოტენჰემის“ მაისურით.

* ჰარი კეინს 16 მატჩი დასჭირდა 10-ზე მეტი გოლისა და 10-ზე მეტი საგოლე პასის გასაკეთებლად. ეს პრემიერლიგის რეკორდია.

* „ასტონ ვილამ” „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლო 15-დან 13 მატჩი წააგო.

* „არსენალი“ პრემიერლიგაში 25-ჯერ შეხვდა „ვესტ ბრომვიჩს“ და ყველა მატჩში გაუტანა მინიმუმ ერთი გოლი.

* „შეფილდს“ პრემიერლიგაში 17-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

* „ჩელსიმ“ ბოლო ექვს მატჩში იმდენი წააგო (4), რამდენიც წინა 23 შეხვედრაში.

* „ჩელსიმ“ თავის ისტორიაში მხოლოდ მეორედ გაუშვა შინ პირველ ტაიმში სამი გოლი.

* ენდი კეროლმა 10 წლისა და რვა დღის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი „ნიუკასლის“ მაისურით.

 

ევერტონი-ვესტ ჰემი          0:1

0:1 სუჩეკი (86)

 

მანჩესტერ იუნ-ასტონ ვილა 2:1

1:0 მარსიალი (40), 1:1 ტრაორე (58), 2:1 ფერნანდეში (61-პენ)

 

ტოტენჰემი-ლიდსი  3:0

1:0 კეინი (29-პენ), 2:0 სონი (43), 3:0 ალდერვეირელდი (50)

 

კრ. პალასი-შეფილდ იუნ   2:0

1:0 შლუპი (4), 2:0 ეზე (45+6)

 

ბრაიტონი-ვულვზი  3:3

1:0 კონოლი (13), 1:1 საისი (19), 1:2 ბერნი (34-საკ. კარში), 1:3 ნევეში (44-პენ), 2:3 მოპეი (46-პენ), 3:3 დანკი (70)

 

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი   0:4

0:1 ტირნი (23), 0:2 საკა (28), 0:3 ლაკაზეტი (61), 0:4 ლაკაზეტი (64)

 

ნიუკასლი-ლესტერი          1:2

0:1 მედისონი (55), 0:2 ტილემანსი (72), 1:2 ქეროლი (82)

 

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 1:3

0:1 გიუნდოგანი (18), 0:2 ფოდენი (21), 0:3 დე ბრუინი (34), 1:3 ჰადსონ-ოდოი (90+2)

 

ბარნლი-ფულჰემი            გადაიდო

 

საუთჰემპტონი-ლივერპული            ორშაბათს

 

  1. ლივერპული – 33 ქულა (16 მატჩი)
  2. მანჩესტერ იუნ – 33 (16)
  3. ლესტერი – 32 (17)
  4. ტოტენჰემი – 29 (16)
  5. მანჩესტერ სიტი – 29 (15)
  6. ევერტონი – 29 (16)
  7. ასტონ ვილა – 26 (15)
  8. ჩელსი – 26 (17)

 

ბომბარდირები

13 – სალაჰი (ლივერპული)

12 – სონი (ტოტენჰემი)

11 – ფერნანდეში (მანჩესტერი)

11 – კალვერტ-ლიუინი (ევერტონი)

11 – ვარდი (ლესტერი)

დატოვე კომენტარი