ინგლისის ჩემპიონატი. IX ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი. IX ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რვა ქულა დათმო იმ მატჩებში, რომლებშიც დაწინაურებული იყო.

* მარკუს რეშფორდმა პრემიერლიგაში თავისი 31 გოლიდან 11 (35 პროცენტი) გაუტანა მოწინააღმდეგეებს „დიდი ექვსეულიდან“.

* თავის ლივერპულურ კარიერაში იურგენ კლოპს სტუმრად არასოდეს მოუგია „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ – +0=3-1.

* გაბრიელ ჟესუსმა „მანჩესტერ სიტიში“ 50-ე გოლი გაიტანა.

* 2013 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, „ჩელსის“ სასტარტოში ხუთი ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავდა (ტომორი, ბარკლი, ჰადსონ-ოდოი, მაუნტი, აბრაჰამი).

შედეგები

ევერტონი-ვესტ ჰემი 2:0

გოლები: 1:0 ბერნარდი (17), 2:0 სიგურდსონი (90+2)

ასტონ ვილა-ბრაიტონი 2:1

გოლები: 0:1 უებსტერი (21), 1:1 გრილიში (45+2), 2:1 ტარჯეტი (90+4)

ჩელსი-ნიუკასლი 1:0

გოლი: 1:0 ალონსო (73)

ლესტერი-ბარნლი 2:1

გოლები: 0:1 ვუდი (26), 1:1 ვარდი (45), 2:1 ტილემანსი (74)

ტოტენჰემი-უოტფორდი 1:1

გოლები: 0:1 დუკური (6), 1:1 ალი (86)

ვულვზი-საუთჰემპტონი 1:1

გოლები: 0:1 ინგსი (53), 1:1 ხიმენესი (61-პენ)

კრ. პალასი-მანჩესტერ სიტი 0:2

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (39), 0:2 დავიდ სილვა (41)

მანჩესტერ იუნ-ლივერპული 1:1

გოლები: 1:0 რაშფორდი (36), 1:1 ლალანა (85)

ბორნმუთი-ნორვიჩი 0:0

შეფილდ იუნ-არსენალი ორშაბათი

გათამაშების ცხრილი

1. ლივერპული – 25 ქულა

2. მანჩესტ. სიტი – 19

3. ლესტერი – 17

4. ჩელსი – 17

5. არსენალი – 15

6. კრ. პალასი – 14

7. ტოტენჰემი – 12

8. ბარნლი – 12

9. ბორნმუთი – 12

10. ვესტ ჰემი – 12

ბომბარდირები

8 – აგუერო (სიტი)

8 – აბრაჰამი (ჩელსი)

7 – ობამეიანგი (არსენალი)