ინგლისის ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება
პრემიერლიგის შეწყვეტილი სეზონი 17 ივნისს განახლდება, – იუწყებიან „ბიბისი“ და „სქაი სპორტს“.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონატის განახლებული სეზონი ორი მატჩით გაიხსნება: „ასტონ ვილა“ – „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი – არსენალი“.
პრემიერლიგის სხვა გუნდები მატჩებს 19-21 ივნისს ჩაატარებენ.
კლუბები სეზონის აღდგენის საკითხს კვლავ განიხილავენ, თუმცა შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო, 13 მარტს შეწყდა.
პრემიერლიგის სატურნირო სიის სათავეში „ლივერპული“ იმყოფება, რომელიც უახლოეს მდევარს 25 ქულით უსწრებს.
The Premier League season will resume on June 17 with Aston Villa vs Sheffield United and Manchester City vs Arsenal.
— Sky Sports (@SkySports) May 28, 2020