ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ლი კარსლი - ჩემი ბიჭები მთელი ჩემპიონატი თავისუფლად თამაშობდნენ და ვიმედოვნებ, ესპანეთთანაც ასე იქნება #1TVSPORT
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ლი კარსლი - ჩემი ბიჭები მთელი ჩემპიონატი თავისუფლად თამაშობდნენ და ვიმედოვნებ, ესპანეთთანაც ასე იქნება #1TVSPORT

8 ივლისს ბათუმში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ (FM 102.3).

„ქართველი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, ჩამოსვლისას ძალიან თბილად დაგვხვდნენ. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, გუშინ გუნდს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მივეცით.

ფინალამდე კარგი თამაშით მივედით. ინგლისის ნაკრები შეტევაში დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ დაცვას, რაც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.

ესპანეთთან ყველაზე რთული შეხვედრა გველის, რადგან ძალიან კარგად მომზადებული გუნდია. ჩემი ბიჭები მთელი ჩემპიონატი თავისუფლად თამაშობდნენ და ვიმედოვნებ, რომ ესპანეთთანაც ასე იქნება“.