ინგლისელმა ფეხბურთელმა კარანტინის რეჟიმი დაარღვია და საღამო ტელევარსკვლავებთან ერთად გაატარა
ინგლისელმა ფეხბურთელმა კარანტინის რეჟიმი დაარღვია და საღამო ტელევარსკვლავებთან ერთად გაატარა

„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველმა მორგან გიბს-უაითმა კარანტინი დაარღვია, რათა საღამო ერთ-ერთი ბრიტანული რეალური შოუს მონაწილე ორ გოგონასთან ერთად გაეტარებინა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი „დეილი მეილი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია „სიყვარულის კუნძულის“ მონაწილეებზე, ჯორჯია სტილსა და ელმა პაზარზე.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ კლუბი დისციპლინის დარღვევისთვის ფეხბურთელის დასჯას აპირებს.