ინგლისელი მეკარე ჯეიმს ტრაფორდი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ინგლისელი მეკარე ჯეიმს ტრაფორდი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებისა და „ბარნლის“ მეკარე ჯეიმს ტრაფორდი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გამოცემა „ატლეტიკი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი წერს, „სიტი“ 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 27 მილიონ ფუნტს გადაიხდის და მასთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჯეიმს ტრაფორდი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრდილია და კლუბში 2023 წლის ზაფხულის ჩათვლით ირიცხებოდა. „ბარნლიმ“ ის 15 მილიონ ფუნტად შეიძინა მას შემდეგ, რაც საქართველოში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა. ტრაფორდს ტურნირზე გოლი არ გაუშვია.

„ბარნლის“ რიგებში ახალგაზრდა მეკარემ 73 მატჩი ჩაატარა.