ინფრასტრუქტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა
ინფრასტრუქტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა.

სამინისტროს ცნობით, 2014 წლის აგვისტოდან გიორგობიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამავე სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 2001 წლიდან, საჯარო სამსახურში გადასვლამდე კი დასაქმებული იყო კერძო სექტორში.

მაია ცქიტიშვილს ამ ეტაპზე სამი მოადგილე ჰყავს – პირველი მოადგილეა ირაკლი ქარსელაძე, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. მოადგილეები არიან ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.