ინფარქტის წინ, კუმანმა კორონავირუსი გადაიტანა
ინფარქტის წინ, კუმანმა კორონავირუსი გადაიტანა

ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, სანამ გულის შეტევით საავამდყოფოში მოხვდებოდა, კორონავირუსი გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ მაისში ველოსიპედით სეირნობის შემდეგ, კუმანს ინფარქტი დაემართა.

„ჩვენგან სისხლის ანალიზი აიღეს და ორივეს ანტისხეულები აღმოგვაჩნდა, – განაცხადა კუმანის მეუღლე ბარტინამ. – ის ძალიან იყო ავად, ჩემი მდგომარეობა კი უფრო იოლი გახლდათ. როცა რონალდი გამოჯანმრთელდა, თავისი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად სავარჯიშოდ წავიდა. და როდესაც შინ დაბრუნდა და შხაპი მიიღო, გამომიტყდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. საწოლზე დაწვა და თქვა, რომ ძლიერ ზეწოლას გრძნობდა გულმკერდის არეში. მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. რონალდის მამა გულის პრობლემებით გარდაიცვალა, როგორც მის ბიძები. გამოკვლევამ აჩვენა, რომ რონალდს მიოკარდის ინფარქტი ჰქონდა“.

დატოვე კომენტარი