ინფარქტის შემდეგ კასილიასი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე (ვიდეო)
პორტუს მეკარე იკერ კასილიასი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, რომელიც პირველ მაისს, გუნდის ვარჯიშის დროს გადაიტანა.
ესპანელმა ფეხბურთელმა მადლიერება გამოხატა მხარდაჭერის გამო. კასილიასის განცხადებით, მას გაუმართლა, რომ ყველაფერი სწორედ ასე აეწყო და ახლა აქვს საშუალება, მიმართოს გულშემატკივრებს.
„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო სიყვარულის სიტყვებისთვის. ახლა გარკვეული ხანი უნდა მოვიცადოთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მე აქ ვარ და მშვიდად გელაპარაკებით, თქვენ კი ჩემი ხილვა შეგიძლიათ. არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან გამიმართლა“, – თქვა კასილიასმა.
🚨 ÚLTIMA HORA | Primeras DECLARACIONES de @IkerCasillas tras el infarto: “He tenido mucha suerte, lo puedo contar”. #JUGONES pic.twitter.com/WwWkXNd4sk
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) 6 May 2019