ინდონეზიაში ვულკან ანაკ კრაკატაუს საფრთხის გამო, განგაშის დონე გაიზარდა
ინდონეზიაში ვულკან ანაკ კრაკატაუს საფრთხის გამო, განგაშის დონე გაიზარდა

ინდონეზიის ხელისუფლებამ ვულკან ანაკ კრაკატაუს მორიგი ამოფრქვევის საფრთხის გამო, განგაშის დონე გაზარდა.

ვულკანური მთის სიახლოვეს მდებარე მცირე ზღვისპირა დასახლებას კი, დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი სახლების დატოვებას არ აპირებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დახმარება ადგილზე გაუწიონ.

ვულკანი ანაკ კრაკატაუ ბოლოს, გასულ შაბათს ამოიფრქვა. სეისმურმა აქტივობამ წყალქვეშ მეწყრული პროცესი და ცუნამი წარმოქმნა. სტიქიამ 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.