ინდონეზიაში სტიქიური უბედურების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში სტიქიური უბედურების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში სტიქიური უბედურების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პაპუას რეგიონში საგანაგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლების განკარგულებით, 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით თავშესაფრებში რჩებიან.

სტიქია გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. შედეგად, რამდენიმე რაიონი დატბორა, ჩამოწვა მეწყერიც. დაზარალებულ რეგიონებიდან რამდენიმეში მაშველები ამ დრომდე არ ჩასულან.

სტიქიის შედეგად დანგრეულია გზები და ხიდები, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.