ინდონეზიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

08:49, 05.04.2021

ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებშია. სტიქიის გამო რამდენიმე პროვინციიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

წყალდიდობა სეზონურმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში მოგლეჯილია ხეები, რის გამოც რამდენიმე მაგისტრალზე შეზღუდულია ავტომობილების მიმოსვლა. ზოგიერთ ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მსგავსი